Accessibility links

site logo site logo

7 თვის მონაცემებით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 16.8%-ით შემცირდა


2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ, არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე შეადგინა 1 758.5 მლნ. აშშ დოლარი, რაც 16.8%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე შეადგენს მთლიანი ექსპორტის 61.6%-ს და ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ითაა შემცირებული.

2020 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 77.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

რუსეთი (206.9 მლნ. აშშ დოლარი);

ბულგარეთი (142.8 მლნ. აშშ დოლარი);

ჩინეთი (118.3 მლნ. აშშ დოლარი);

2020 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მეორეზე ფეროშენადნობები და მესამეზე ყურძნის ნატურალური ღვინო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG