Accessibility links

ეკატერინე ტიკარაძე დაკავებულ ვახტანგ ყიფიანზე: შუამდგომლობის შესაძლებლობა არსებობს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაიცავს ექიმებისა და პაციენტების უფლებებს.

"გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა გარკვეულწილად არსებობს და ჩვენი არაერთი განცხადებით ეს უკვე მოხერხდა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებას მივცეთ იმის საშუალებაც, რომ ექსპერტების სრული ჩართულობით ჩაატაროს უფრო მეტად სამართლიანი გამოძიება, რომელიც იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი, რაც პაციენტის პატრონს არ მისცემს იმის განცდას, რომ სახელმწიფო მხოლოდ ექიმის მხარეს დგას", - აცხადებს ტიკარაძე.

ორ კვირაზე მეტია, ექიმი ვახტანგ ყიფიანი დაკავებულია. მას, თბილისის ცენტრალური კლინიკის დირექტორსა და კიდევ ერთ ექიმს გამოძიება უკანონო საექიმო საქმიანობასა და პაციენტისთვის თაღლითურად ოპერაციის ჩატარებას ედავება. მის მხარდასაჭერად ექიმებმა აქცია გუშინ, 18 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტროსთანაც გამართეს.

4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ თბილისის ცენტრალური კლინიკის დირექტორისა და ექიმის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ მათ თაღლითურად გაუკეთეს პაციენტს ოპერაცია და უკანონო საექიმო საქმიანობას ეწეოდნენ. ერთ-ერთი დაკავებული ვახტანგ ყიფიანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG