Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი ფინალური სერიის მესამე მატჩში გამოვლინდა


საქართველოს ფუტსალის კლუბის შეხვედრა რუმინეთის ნაკრებთან, 22 სექტემბერი, 2017 წ.
საქართველოს ფუტსალის კლუბის შეხვედრა რუმინეთის ნაკრებთან, 22 სექტემბერი, 2017 წ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბი საქართველოს ჩემპიონი გახდა. „სტუდენტები“ ფინალში გაცილებით ტიტულოვან „თელასს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ სამრაუნდიან ბრძოლაში აჯობეს.

ფინალური სერია ორ გამარჯვებამდე იყო. პირველი მატჩი „თსუ“-მ მოიგო - 2:1, მეორე - „თელასმა“ პენალტების სერიაში (5:3), გადამწყვეტი მატჩის ბედი კი დამატებით დროში გადაწყდა - 3:2 „თსუ“-ს სასარგებლოდ.

მესამე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ჩემპიონი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი,, ლევან კობაიძე, დასახელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG