Accessibility links

logo-print logo-print

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისნის ოლქში, შესაძლოა, გიორგი ვაშაძის კონკურენტი წარადგინოს


„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განიხილავენ ისნის საარჩევნო ოლქში, ოპოზიციის საერთო მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის კონკურენტის დასახელებას.

"ჩვენს ამომრჩეველს ნამდვილად აწუხებს ის, რომ ისანში, სადაც ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაცია ძლიერად არის წარმოდგენილი, არ გვყავს ჩვენი საკუთარი კანდიდატი", - უთხრა პარტიის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია ფორმულას და დაამატა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

გიორგი ვაშაძე ერთ-ერთია 6 კანდიდატს შორის, რომლებზეც ოპოზიციური პარტიები 19 ივნისს შეთანხმდა.

27 ივლისს ვაშაძემ, თაკო ჩარკვიანთან ერთად დატოვა ოპოზიციური ერთობა "ძალა ერთობაშია" - რომელშიც, ასევე, გაერთიანებული იყო "ნაციონალური მოძრაობაც" - და ახალი პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" შექმნა.

ვაშაძის ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ასევე, პარტიის სხვა წევრებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG