Accessibility links

site logo site logo

საქართველო და ევროკავშირი


ავტორი: მარიამ ხინგავა

მრავალი მოსაზრება არსებობს საქართველოს პროდასავლური გეზის შესახებ, ამ იდეას უხსოვარი დროიდან ჰყავდა, როგორც მომხრე ასევე წინააღმდეგი, თუმცა მას შემდეგ, რაც 2016 წელს ხელი მოეწერა და ოფიციალურად ძალაში შევიდა ასოცირების ხელშეკრულება, ყველაფერი ძალზედ ნათელი გახდა ქართული საზოგადეობისათვის თუ მსოფლიოს მოსახლეობისთვის. მსგავსი პოლიტიკური გეზით საქართველომ დააამტკიცა, რომ ის ადგას განვითარების გზას, როგორც ეკონომიკური, კულტურული ასევე იდეოლოგიური მიმართულებით. ეს საკითხი ყოველთვის იყო და არის დავის საგანი, ამიტომ ვეხები ციკლური მოდელის ამ პრობლემას.

საქართველო/ევროკავშირს შორის არსებობს ძლიერი და ძალზედ დადებითი ურთიერთობა, მოქმედებს ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე, ამ ყველაფერს ემატება 2017 წელს გატარებული ახალი კანონი შენგენის ზონასთნ დაკავშირებით - ქართველ ხალხს შესაძლებლობა აქვს თავისუფალი მიმოსვლით ისარგებლოს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე ძლიერი და მსხვილი პარტნიორია, ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად, როგორც ტექნიკური ასევე ფინანსური დახმარებით 100 მილიონ ევროზე მეტ თანხას იღებს.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შედეგი, ის წარმოადგენს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ძალზედ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელშიც 16 ქვეყანაა გაერთიანებული აქედან საქართველო კი ერთ-ერთია.

შეთანხმების პოლიტიკური მიზანს წარმოადგენს საქართველოს "ევროპული არჩევანის" განხორციელება და მისი ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოება. ეს გზა კი გულისხმობს ევროპული ფასეულობების განმტკიცებას, რომელიც შემდგომში მდგომარეობს - ეს არის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვა, ევროპული უსაფრთხოების და წესრიგის დამკვიდრება. უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმება არ გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა არც გამორიცხავს, ყოველივე ეს დამოკიდებულია მომავალზე და საქართველოს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სწორ მხარეზე.

საქართველოში არსებულმა მოტივაციამ ძლიერი გავლენა იქონია ქვეყნის განვითარებაზე, ამიტომ ქვეყნის, როგორც ინსტიტუციური ასევე საკანონმდებლო გარემო მკვეთრად დაუახლოვდა ევროკავშირის პოლიტიკასა და მიზნებს. აღსანიშნავია ასევე უვიზო რეჟიმი, რომელიც ეხმარება მცირე მეწარმეებს კარგად გაიცნონ საერთაშორისო ბაზრის სპეციფიკა, აიმაღლონ ცოდნა და მიიღონ საუკეთესო პრაქტიკა, ასევე ეს მნიშვნელოვანია რუსული პროპაგანდის გავრცელების მექანიზმების სამართავად.

ახლა კი გავიხსენოთ 2009 წელი, როცა დაიწყო აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა,რომელიც გულისხმობს, ურთიერთობის გაფართოებას, მოქალაქეების მობბილიზებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგოსექტორი და გარემოს დაცვა.

ასოცირების ხელშეკრულება მიზნად ისახავს საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, რომელიც მაქსიმალურად იქნება დაახლოებული ევროკავშირის პოლიტიკასთან. 2011 წლიდან საქართველო უკვე მიუერთდა ევროკავშირის საერთაშორისო დიპლომატიურ პოზიციას.

საქართველო ხაზს უსვამს ევროკავშირის ქვეყნებთან უფრო მყარ და სტრატეგიულ ურთიერთობას, რადგან ეს მას ეხმარება განვითარებაში და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების აცილებაში.

ევროკავშირის მიერ ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების ღონისძიებად ითვლება ამ დროისათვის ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების საოკუპაციო ხაზის კონტროლის მიზნით შექმნილი სადამკვირვებლო კომისია (EUMM), კომისიამ აქტიურად მუშაობა დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ და მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

აღსანიშნავია ასევე 2008 წელს ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი საქართველო-რუსეთის ომის შეჩერებაში, სწორედ ევროკავშირის ხელშეწყობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიან შეთანხმებას, უნდა აღვნიშნოთ ასევე, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს არააღიარების პოლიტიკას ოკუპირებული რეგიონების მიმართ.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ აგვისტოს ომამდე საქართველოში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა პასიური იყო, მიუხედავად პოსტკომფლიქტურ საზღვრებში ფინასური დახმარების წილისა მისი პირდაპირი ჩართულობა შედარებით დაპალი პროცენტულობით გამოიხატება.ომის შემდგომ კი ევროკავშირი თითქოს გამოფხიზლდა და მკვეთრად დაინახა სამხრეთ კავკასიაში მისი პოზიციების შესუსტების მცდელობა, ამის არგუმენტად კი შეგვიძლია მოვიყვანოთ ანგელა მერკერის ვიზიტის დროს, წარმოთქმული სიტყვები, რომ ის არ დაუშვებს სამხ.კავკასიის ოკუპაციისთვის ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიაში საზღვრების ჩაკეტვას. სავარაუდოა ის ფაქტი, რომ ამ სიტყვებით მერკერმა აღიარა ევროკავშირის გეოპოლიტიკური ინტერესები.

1993 წელს 21-22 ივნისს კოპენჰაგენის ევროპული საბჭოს სხდომაზე წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ხელი მოაწერეს ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველთან ქვეყნის კრიტერიუმებს, საბჭოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია,რომ მთავარია მოხდეს ახალი წევრების აბსორბაცია.

პოლიტიკური - სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც წარმოადგენენ დემოკრატიის,კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და უმცირესობათა პატივისცემის გარანტიას.

ეკონომიკური - მოქმედი საბაზრო ეკონომიკა და უნარი, მონაწილეობა მიიღოს ევროგაერთიანების ერთიანი პოლიტიკის სფეროებში.

ინსტიტუციური - ქვეყნის უნარი, ეფექტიანად განახორციელოს წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები; ევროპის კავშირის მიზნებისადმი ერთგულება,პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული კავშირის ჩათვლით.

ევროკავშირი აღიარებს ღირებულ მხარდაჭერას, რომლელიც ასე აქტურად ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების მიერ და ხელს უწყობს საქართველოს რეფორმირეასა და განვითარებას მრავალი კუთხით, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ატარებს რეგულარულ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან.

საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი ძალზედ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის, პროცესის მიზანია გონიერი, მდგრადი და ინკლუზიური პოლიტიკის შექმნა,ეს ყოველივე უზრუნველყოფს პროდუქტიულობასა და დასაქმების ხელშეწყობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა, მდგრადი გზა, რომელიც გულისხმობს რესურსების უფრო ეფექტურად მოხმარებას. " ინოვაციების კავშირი " მიზნად ისახავს ევროკავშირის საზოგადოების პრობლემების გადაჭრას.

ევროპეიზაციის მიზნებია, ევროკავშირის ღირებულებების დაცვა,უსაფრთხოება,დამოუკიდებლობა და მთლიანობა, ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესი და მისი მხარდაჭერა.

ბევრი სხვადასხვა მოსაზრება არსებოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაზე, ბევრისთვის ეს წარმოადგენ ხსნას ქვეყნის განვითარების პროცესში , თუმცა აუცილებელია რომ ვთქვათ შეთანხმება არ წარმოადგენს ჯადოსნურ ჯოხს რომელიც საქართველოს პრობლემების გადაჭრაში დაუყოვნებლივ დაეხმარება ეს არის პროცესი, რომელიც პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესის მაქსიმალურად ხელშეწყობისკენ არის მიმართული, ასოცირების ხელშეკრულება არის გზამკვლევი, რომელიც ქვეყანას ეხმარება სწორი ტაქტიკის ჩამოყალიბებაში.

ევროკავშირში ჩართვას ეთანხმება ქართული მოსახლეობის 77 % , ხოლო მხოლოდ 11 % არის მოწინააღმდეგე.

უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართული მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშნელოვან სურვილს წარმოადგენს, განვლილ გზას, რომ გადავხედოთ პოლიტიკური პარტიები, უმრავლესობა თუ უმცირესობა ძალიან მცირეა პროცენტულობა, ვინც ეჭქვეშ აყენებს ევროკავშირთან ურთიერთობის ფუნდამენდალობას. ისტორიამ დაგვანახა თუ რა რესურსს დებს ევროკავშირი საქართველოში იქნება ეს ეკონომიური თუ პოლიტიკური მიმართულება, დემოკრატია თუ იდეათა პლურალიზმი. ასოცირების ხელშეკრულებამ კი ეს მდგომარეობა მეტად გააუმჯობესა, რადგან საქართველო ცდილობს სწორედ შეთანხმებისამებრ გაატაროს რეფორმები, რათა მეტად დაუახლოვდნენ ევროკავშირის სტანდარტებს. შესაბამისად მნიშვნელოვანი გახდა ქართული მოსახლეობის ინტერესებისა და სურვილებით მეტად გაღრმავება ამ კუთხით , თუმცა საქართველოს მოსახლეობა, რომელთაც უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემების შემთხვევები აწუხებთ ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც შორეულ პერსპექტივას ისე აღიქვამენ, ასევე აღსანიშნავია, მოსახლეობის და განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების მცირე ინფორმაცია ევროკავშირის მიზნების შესახებ, ამიტომ მათ უჭირთ აღქმა ამ რელობისა და ურჩევნიათ ისევ რუსეთს დაუკავშირდნენ, გამოკითხვის შედეგად იმ ქართულეოვანტან დამოკიდებულებები მეტად შეიცვალა 2011წლის შემდეგ თუ მანამდე მხარს 47 % უჭერდა მხარს რუსეთთან დაკავშირების შემდეგი მონაცემებით 65 % გახდა, ეს კი მეტად არის დაკავშირებული ისეთ პრობლემებთან როგორიც ზემოთ აღვნიშნეთ - ინფორმაციის სიმცირესა თუ დეზინფორმაციაზე.

ამიტომ ვაწყდებით პრობლემას, მიუხედავად ევროკავშირში გაწევრიანების დიდი სურვილისა,ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ თავს ევროპელად არ აღიქვამს. მხოლოდ 20 % თვლის თავს ერთდორულად , როგორც ქართველად ასევე ევროპელად.

ინფორმაციისა თუ ისტორიის გადახედვის შემდეგ კარგად ვხედავთ თუ რა დონეზეა ევროკავშირის ინტერესი, გააღრმაოს თანამშრომლობა საქართველოსთან მრავალხმრივი კუთხით, რადგან საქართველო არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობისს გამო არის ევროპის ნაწილი, არამედ მისი ძლიერი ისტორიის, კულტურის,ხალხისა და ტრადიციებისთვის

ჩემი აზრით, იმისათვის რომ ვიქცეთ პოლიტიკურად ქმედით ძალად უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირს არ აქვს საზღვრები ის არის ერთიანი სტრუქტურა , რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნების განვითარების პროცესში. ევროკავშირის ეკონომიკა და პოლიტიკა საქართველოსთვის კარგი პლაცდარმია, რათა შეიქმნას ძლიერი ქვეყანა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG