Accessibility links

აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევაა


სოხუმი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

19 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 221 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 80. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 ადამიანი.

ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 1 აგვისტოს შემდეგ, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა.

16 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა აქვთ და დახმარება მოხალისეებს სთხოვა: „პანდემიის დაწყების შემდეგ აფხაზეთის მედიკოსები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ, იღლებიან და ავად ხდებიან. დღეს პერსონალი უბრალოდ, აღარ გვყოფნის, რადგან დაავადებული თანამოქალაქეების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა“.

18 აგვისტოს, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, ეპიდაფეთქების გამო გააძლიეროს აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG