Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1370-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 20 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1108.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

20 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6903 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის 221 შემთხვევა, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG