Accessibility links

ბელარუსის პროკურატურამ საქმე აღძრა ოპოზიციური საბჭოს დამფუძნებლების წინააღმდეგ


ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები: პაველ ლატუშკა, მარია კალესნიკოვა, ვოლჰა კოალკოვა, მაქსიმ ზნაკი და სერგეი ჟდილევსკი მინსკში, პრესკონფერენციაზე 18 აგვისტოს.

ბელარუსის პროკურატურამ 20 აგვისტოს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმისა, რომელიც აღიძრა ოპოზიციური საბჭოს დამფუძნებლების წინააღმდეგ.

საბჭოს შექმნის მიზანი იყო მოლაპარაკება ხელისუფლების გადაცემის თაობაზე ფართო საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რომლებიც უკვე მე-12 დღეა იმართება ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების „გაყალბებული“ შედეგების მიმართ პროტესტის გამოსახატად. პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ამ კენჭისყრის შედეგად კიდევ ერთი ვადით მიაღწია პრეზიდენტობას.
საბჭო შეიქმნა ოპოზიციის ლიდერების მიერ, რომლებიც ამტკიცებს, რომ კენჭისყრა გაყალბებული იქნა და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

65 წლის ლუკაშენკა არ თმობს, არ სურს გადადგომა და არ აპირებს დაჰყვეს დემონსტრანტების მოთხოვნას, დაინიშნოს ახალი არჩევნები, და 19 აგვისტოს გაამწვავა ვითარება, როცა მიუთითა შესაბამის უწყებებს, საქმე აღძრან ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა წესრიგის დამყარება, ხოლო საზღვრებზე კონტროლს გამკაცრება.

20 აგვისტოს ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ საბჭოს შექმნა, რომელიც ლუკაშენკამ დაადანაშაულა, რომ გადატრიალებას აწყობენ, წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას და საქმე აღძრა მისი დამაარსებლების წინააღმდეგ სახელმწიფო უშიშროებისთვის საფრთხის შექმნის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG