Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის ბულვარში კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის კარავი დაიდგა


ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და „წითელი ჯვრის“ ერთობლივი კარავი დაიდგა, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეუძლიათ. მსგავსი კარავი საქართველოს ტერიტორიაზე პირველად მოეწყო. აქამდე სავალე სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეთა ტესტირება ხდებოდა მხოლოდ ჩაკეტილ რეგიონებში ეწყობოდა.

ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე სულ ორი ადგილის მოწყობა იგეგმება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 19 აგვისტოს განაცხადა.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გადაწყვიტა, რომ ტესტირების არეალი გაფართოვდეს და ამ სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნებაყოფლობითი ტესტიტება მათ დაეხმარება გაიგონ აჭარაში ვირუსის ცირკულირების შესახებ.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1370-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 20 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1108.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

20 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6903 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის 221 შემთხვევა, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG