Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააპატიმრეს ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი    


 სტივ ბენონი, მაშინ აშშ-ის პრზედენტის მრჩეველი, პრაღაში, საერთაშორისო ფორმუზე, 2018 წლის 22 მაისს.
სტივ ბენონი, მაშინ აშშ-ის პრზედენტის მრჩეველი, პრაღაში, საერთაშორისო ფორმუზე, 2018 წლის 22 მაისს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი,სტივ ბენონი დააპატიმრეს ბრალდებით, რომ მან და სამმა თანამოსაქმემ ასეულ ათასობით დოლარი გამოსტყუეს დონორებს ინტერნეტში თანხების შეგროვებისას სქემის ჩარჩოებში, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „კედელს ვაშენებთ“

აშშ-ის პროკურორები ვარაუდობენ, რომ ბენონმა და სხვა სამმა პირმა „შექმნეს სქემა, რომლის საშუალებით ასეულ ათასობით დონორი მოატყუეს“. თანხების შეგროვების საინტერნეტო კამპანია „კედელს ვაშენებთ,“ მიზნად ისახავდა ფონდების მოგროვებას აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე კედლის აშენების მიზნით. კამპანიის განმავლობაში შეგროვდა 25 მილიონი დოლარი.

2016 წელს ბენონი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილს, მის ბოლოს მართავდა მას შემდეგ, რაც უძღვებოდა კონსერვატული გამოცემის, Breitbart News-ის საიტს.
ტრამპის არჩევის შემდეგ ბენონი პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება 2016 წელს აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე კედლის აგება იყო. ბენონმა თანმდებობა დაატოვა 2017 წელს.

ბენონის, აგრეთვე ბრაიან კოლფეიჯის, ენდრიუ ბადოლატოს და ტიმოთი შიას მიმართ ბრალდებას ნიუ-იორკის სასამართლო განიხილავს.

ბრალდების თანახმად, ბენონის პირობით, შეგროვებული თანხების ასი პროცენტი მოხმარდებოდა პროექტს, მაგრამ ბრალდებულებმა ასეულათასობით დოლარი იმ სახით გამოიყენეს, როგორც არ იყო შეთანხმებული ორგანიზაციის საზოგადოებრივ წარმომადგენლობასთან. ბრალდებაში ასევე წერია, რომ დანაშაულის ჩადენისას, სხვათა შორის, მათ გააყალბეს ანგარიშები და არ არსებულ გამყიდველებთან გამოგონილი ხელშეკრულებები.

პროკურორის თანახმად, კოლფეიჯმა, რომელსაც ისინი უწოდებენ ოპერაციის საჯარო სახეს და მის დამფუძნებელს, ათასობით დოლარი მიიღო, რასაც ის ხელგაშლილი ცხოვრებისთვის იყენებდა.

ბენონის წარმომადგენელმა კომენტარის თხოვნას ჯერჯერობით არ უპასუხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG