Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო გაეროს უშიშროების საბჭოს ამცნობს, რომ აშშ-ს ირანის სანქციების კვლავ აღდგენის დაწყება სურს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ კომპეო 20 აგვიტოს ოფიციალურად ამცნობს გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ აშშ ესწრაფვის, დაიწყოს გაეროს მიერ ირანისთვის ადრე დაწესებული სანქციების აღდგენის პროცესი. „აშშ-ს განზრახული აქვს აღადგინოს ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციები, რომლებიც ადრე გაუქმდა“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 აგვისტოს. აშშ-ს სურს აამოქმედოს ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმებისა და მისი მხარდამჭერი, 2231-ე რეზოლუციის შემადგენელი მექანიზმი, რომელიც ირანისთვის ადრინდელი სანქციების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ ირანი სერიოზულად დაარღვევს შეთანხმების პირობებს. ამასთან, მექანიზმს აქვს განსაკუთრებული მახასიათებელი, რომ რომელიმე მონაწილის ამგვარი გადაწყვეტილება, სურვილი, თეირანისთვის ადრინდელი სანქციების აღდგენისა, ვეტოს არ ექვემდებარება. ირანისთვის სანქციების აღდგენა 2015 წელს ბირთვული შეთანხმების აღსასრულს ნიშნავს, რასაც მოჰყვება გაეროს უშიშროების საბჭოს კრიზისი.

აშშ-ის სადავო მცდელობა, კვლავ დაწესდეს ირანისთვის სანქციები, მოჰყვა გაეროს უშიშროების საბჭოში 14 აგვისტოს კენჭისყრას, ირანის წინააღმდეგ მოქმედი იარაღი ემბარგოს ვადის გახანგძლივების შესახებ. ემბარგოს ვადა ოქტომბრებში იწურება.

აშშ-მა დაიპირა, რომ არ დაუშვებს ირანის იარაღის ემბარგოს ვადის დასრულებას, როგორც ეს გათვალისწინებულია ბირთვული შეთანხმების თანმხლები რეზოლუციით. დიპლომატიურმა დარტყმამ ცხადყო, რამდენად იზოლირებულია აშშ გაეროში ამ საკითხში. მისი ინიციატივით შესული რეზოლუცია ვერ გავიდა, მას მხარი მხოლოდ დომინიკანელთა რესპუბლიკამ დაუჭირა, რუსეთი და ჩინეთი წინააღმდეგი იყვნენ, ხოლო 11-მა დანარჩენმა წევრმა, მათ შორის, ევროპელი მოკავშირეებმა, თავი შეიკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG