Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამალა ჰარისმა მიიღო დემოკრატიული პარტიის შეთავაზება, გამოსვლაში ტრამპი გააკრიტიკა


აშშ-ის სენტორმა, კამალა ჰარისმა მიიღო დემოკრატიული პარტიის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება და თავისი გამოსვლის დროს დემოკრატიული პარტიის ვირტუალურ ყრილობაზე, სინანული გამოხატა დონალდ ტრამპის „არაკომპეტენტურობისა“ და „უგრძნობლობის“ გამო.

ჰარისი მთავარი პარტიის მხრიდან ამ სტატუსით არჩევნებში მონაწილე პირველი ფერადკანიანი ქალია ისტორიაში. დემოკრატიული პარტიის ყრილობა კორონავირუსის პანდემიის გამო ვირტუალური ფორმით მოეშყო.

კალიფორნიის ყოფილი გენერალური პროკურორი, კამალა ჰარისი, ინდოელი დედის და იამაიკელი მამის შვილია.

დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, რომელმაც 12 წლის წინ თავის ვიცე-პრეზიდეტად დაასახელა ჯო ბაიდენი, ახლანდელი საპრეზიდენტო კანდიდატი. ობამამ განაცხადა, რომ ტრამპის წარუმატებლობას 170 ათასი ადამიანი ემსხვერპლა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, მილიონობით სამუშაო ადგილი დაიკარგა და აშშ-ის რეპუტაცია ძლიერად შეირყა მსოფლიოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG