Accessibility links

ფრანს-პრესი ავრცელებს ცნობას, რომ ალექსეი ნავალნის გადასაყვანად გერმანია სამედიცინო თვითმფრინავს აგზავნის


სააგენტო ფრანს-პრესი იტყობინება, რომ გერმანიიდან აგზავნიან საგანგებო სამედიცინო თვითმფრინავს, რათა ამ ქვეყანაში სამკურნალოდ გადაიყვანონ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთში, ომსკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. სააგენტო ამ ცნობას ავრცელებს გერმანიის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. ცნობით, თვითმფრინავი სამედიცინო მოწყობილობით და სპეციალისტებით შუა ევროპის დროით, შუაღამისას გაეშურება ომსკისკენ.

ოპოზიციონერს დახმარებას აღმოუჩენს ბერლინის საავადმყოფო „შარიტე“. გერმანელი ექიმები კონტაქტში არიან რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა ტრანსპორტირების სათანადო უფლებები მიიღონ.

ომსკის საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, რომ იბრძვიან ალექსეი ნავალნის სიცოცხლისთვის. როგორც ნავლნის წარმომადგენელი ვარაუდობს, ის მოწამლეს. წარმომადგენელმა, კირა იარმიშმა 20 აგვისტოს განაცხადა, რომ ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა და თვითმფრინავში ცუდად გახდა. ამის გამო, ავიალაინერი ომსკში დაეშვა და ალექსეი ნავალნი სასწრაფო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მოწამლეს ჩაიში გარეული რაღაც ნივთიერებით. მან მხოლოდ ჩაი დალია დილით. ექიმები ამბობენ, რომ შხამი ცხელი სითხის გზით უფრო სწრაფად იქნა შეწოვილი“, განაცხადა იარმუშმა.

ომსკის საავადმყოფოს ექიმმა ანატოლი კალინიჩენკომ განაცხადა, რომ ნავალნი მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია, და რომ ექიმები მისი “სიცოცხლის გადასარჩენად“ იბრძვიან.

მან განაცხადა, რომ დაბეჯითებით თქმა, რომ ის მოწამლულია, შეუძლებელია.

20 აგვისტოს საღამოს გამოცემა Baza იტყობინებოდა, რომ ნავალნის, რომელიც უკვე 12 საათია უგონოდაა, განუვითარდა ტვინის შეშუპება დაუდგენელი მომწამვლელი ნივთიერების ზემოქმედებით.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ნავალნი შეიძლება გერმანიაში წაიყვანონ სამკურნალოდ. ეს მერკელმა თქვა მცირე ხნის შემდეგ მას მერე, რაც გერმანიის მედია იტყობინებოდა, რომ ნავალნის მომხრეები მუშაობენ იმაზე, რომ ნავალნი ბერლინში ჩაიყვანონ. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, ორომ მზად არის უზრუნველყონ ნავალნის მკურნალობა და უსაფრთხოება ევროპის კავშირის ტერიტორიაზე. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონმა ასევე თქვა, რომ საფრანგეთიცა და გერმანიაც მზარ არან უზრუნველყონ უსაფრთხოება და თავშესაფარი ნავალნის ოჯახისთვის. ნავალნის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი გამოძიებას ითხოვენ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალურ პირები თვალყურ ადევნებენ ცნობებს ნავალნის გარშემო.

ევროპის კავშირის საგაერო პოლიტიკურმა ლიერმა, ჯოზეფ ბორელმა ტვიტერით გაავრცელა პოსტი, რომ შეშფოთებულია ნავალნის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ცნობით. თუ ეს დადასტურდა, წერს ბორელი, დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული. ბორელმა ნავალნის სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება უსურვა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებს ნავალნის მდგომარეობას და მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა, როგორც ქვეყნის ყველა მოქალაქეს. პესკოვმა დახმარების პირობა გამოხატა ნავალნის უცხოეთში სამკურნალოც წაყვანის შემთხვევაში, თუ დახმარებისთვის მას მიმართავენ.

ნავალნი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანმიმდევრული კრიტიკოსია, რომელმაც კორუფციის არაერთი შემთხვევა გამოავლინა რუსეთში. ის ბოლო წლებში რამდენჯერმე იყო საპატიმროში, მას არ მისცეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიცემის უფლება და არ დაუშვეს მოსკოვის მერობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG