Accessibility links

მესტიის მუნიციპალიტეტის ნაწილში უქმდება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები


მესტია

დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები იხსნება მესტიის მუნიციპალიტეტში, გარდა დაბა მესტიის და სოფელ ლენჯერისა.

კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება უწყებათაშორისმა კომისიამ 19 აგვისტოს გადაწყვიტა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გამო. ვითარების შესაბამისად გადაწყდება დაბა მესტიასა და ლენჯერში კარანტინის გაუქმების საკითხიც.

მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა, მას შემდეგ, რაც ორ დღეში კორონავირუსი დაუდგინდა 17 პირს. კარანტინში გადაიყვანეს მესტიაში მყოფი ყველა ტურისტი.

ინტენსიური, გაფართოებული ტესტირებისას გამოიკვლიეს მესტიის 4000-ზე მეტი მცხოვრები და სამოგზაუროდ მყოფი 1200-ზე მეტი ადამიანი. ტესტირებისას დადასტურდა კორონავირუსის 50-ზე მეტი შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG