Accessibility links

კლინიკის მთავარი ექიმი: ნავალნის ძირითადი დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა


ალექსანდრ მურახოვსკი

ომსკის სასწრაფო დახმარების №1 საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მთავარი დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა. ნავალნი გუშინ მიიყვანეს ამ საავადმყოფოში.

„დეისთვის გვაქვს სამუშაო დიაგნოზები. მთავარი მათგანი, რომლისკენაც ვიხრებით, არის ნახშირწყლების ბალანსის დარღვევა, ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა“, თქვა მურახოვსკიმ. მან დაუშვა, რომ ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ვარდნით.

რამ გამოიწვია ეს დარღვევა, არ იტყობინებიან. ასეთი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლამაც. ნავალნის მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ ის მოწამლეს.

ნავალნის ოჯახი მოითხოვს უცხოეთში მის წაყვანას სამკურნალოდ. ნავალნის წასაყვანად ომსკში თვითმფრინავი ჩავიდა. მაგრამ ექიმები უარს ამბობენ მის გაშვებაზე და აცხადებენ, რომ ის ამჟამად საფრთხეში იმყოფება.

ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა პირველად გაასაჯაროვეს ნავალნის დიაგნოზი. მანამდე ისინი პირადი მონაცემების დაცვის კანონის მოხმობით არ აკეთებდნენ ამას. დღესვე მურახოვსკის მოადგილემ, ანატოლი კალინიჩენკომ განაცხადა, რომ ოპოზიციონერის სისხლსა და შარდში არ აღმოჩენილა შხამის კვალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG