Accessibility links

logo-print logo-print

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა


დინამო თბილისი, აგვისტო, 2020

საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გადადგა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის დამრიგებელმა გადაწყვეტილება უეფას ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ მიიღო და მიზეზად კლუბის წევრებზე სოციალურ ქსელში განხორციელებული ბულინგი დაასახელა.

„დინამო თბილისი“ ლიგას პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა მას შემდეგ, რაც 19 აგვისტოს თბილისში წააგო ალბანეთის „ტირანასთან“ – 0:2. მწვრთნელის გადადგომის შესახებ ინფორმაცია და ჩხეტიანის კომენტარი კლუბმა ფეისბუქით გაავრცელა.

„მატჩს სოციალურ ქსელში „დინამოს“ ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება, ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი. მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ, მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც „დინამოს“ ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG