Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: ვმუშაობთ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის უსაფრთხოდ ჩამოყვანაზე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში.

საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და ატარებს სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით - გვსურს რომ ეს ყველამ ნახოს და შეაფასოს. სწორედ ეს არჩევნები უნდა გახდეს უფრო სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის საფუძველი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ გარდაბანში გამართული შეხვედრის დროს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარუდგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ ეს არჩევნები უნდა გახდეს ქვეყნის სტაბილურობის და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის დასაბამი.

ჩვენმა მოქალაქეებმა და მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ატარებს უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ამაში ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი პარტნიორების“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებებს წინ უსწრებდა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, სერგი კაპანაძის სიტყვები, რომელიც მან 21 აგვისტოს დილას განაცხადა, რომ მთავრობას სურდა, წელს საპარლამენტო არჩევნებზე, კორონავირუსული პანდემიის საბაბით, მცირე რაოდენობით დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები.

საპარლამენტო არჩევნები, რომლითაც საქართველოს მოსახლეობამ მე-10 მოწვევის პარლამენტის უნდა აირჩიოს, ოქტომბრის ბოლო გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG