Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ მესტიის სამი სოფელი დააზარალა


სტიქია მესტიის რაიონში
სტიქია მესტიის რაიონში

მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ძლიერმა წვიმამ დააზარალა. ადიდებულმა ღელეებმა და ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელ ადიშში, მულახსა და ლენჯერში შიდა სამანქანო გზები ჩახერგა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, გარესამყაროს მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში, სადაც მდინარის ადიდების შედეგად 400-მეტრიანი სამანქანო გზაა წაღებული.

მათივე ცნობით, მობილიზებულია ტექნიკა, რათა მოხდეს დროებითი საავტომობილო გზის მოწყობა და სოფელთან მოძრაობის აღდგენა.

რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ლენჯერსა და მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG