Accessibility links

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს


„ჩვენ აქ ვართ საქართველოს და მისი ევროპული გზის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურამ ხაშურის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე.

მედიასთან საუბრისას მაჩიე ჩურამ აღნიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის ბანკი და საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება თანხობრივად უკვე 1 მილიარდ ევროს აღემატება.

„ამ ფინანსურ რესურსს ევროკავშირიდან მრავალი გრანტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ფონდიდან დაფინანსებული ტექნიკური დახმარება მოჰყვება. ეს პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტრანსევროპული საგზაო ქსელის გაგრძელების კონტექსტში და მასთან საქართველოს დაკავშირება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზით ხდება. ჩვენ, ამ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი ვართ და ზემო ოსიაურიდან სურამამდე გზის მონაკვეთი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ევროკავშირის გარანტიის ფარგლებში სრულად დაფინანსდა. გამოიყო 50 მილიონი ევრო. ეს მონაკვეთი ასევე მოიცავს ხაშურის შემოვლით გზას და ამდენად, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მგზავრობა უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება. ხაშურის მცხოვრებლებსაც მეტი კომფორტი შეექმნებათ“, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელმა.

22 აგვისტოს გაიხსნა ხაშურის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 133 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია.

გზის აშენების შემდეგ, თბილისდან რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი დრო 30 წთ-მდე შემცირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG