Accessibility links

რუსეთის ქალაქ იაროსლავლში აირის აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი


წუხელ გვიან ღამით ქალაქ იაროსლავლში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

დაღუპულია 8 წლის ბავშვი და ორი ქალი. ადგილობრივი ხელისუფლების ვერსიით, აფეთქება უნდა გამოეწვია ბუნებრივ აირს.

თვითმხილველთა თქმით, აფეთქება ათსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე მცხოვრები ქალის ბინაში მოხდა, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც მან კარი გააღო და ბინაში შევიდა

აფეთქების შედეგად 6 ბინა მთლიანად განადგურდა, კიდევ 6 - ნაწილობრივ დაზიანდა.

საგანგებო სიტუაციების ადგილობრივი სამსახურის ცნობით, აფეთქების გამო საჭირო გახდა 160 კაცის ევაკუაცია.

ბუნებრივი აირის აფეთქების გამო ბოლო თვეებში რუსეთში რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG