Accessibility links

შსს: დაკავებულია ძიძა, რომელიც 2 წლის ბავშვზე ძალადობდა


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში დააკავეს ძიძა, რომელიც 2 წლის ბავშვზე ძალადობდა.

უწყების ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც ორ სხვა ძიძასთან ერთად, ხუთ მცირეწლოვანს უვლიდა:

„ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა - შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს. პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა“.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG