Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 411 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, 17 ახალი შემთხვევიდან, 11 ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება. მათივე ცნობით, 1 ინფიცირებული, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 5 კი იმპორტირებული შემთხვევაა, საიდანაც 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

23 აგვისტოს მონაცემებით, რომელიც stopcov.ge-ზეა განთავსებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და ის კვლავ 1132-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG