Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურაში მივიდნენ


თბილისის პროკურატურაში 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი მივიდნენ.

მიხეილ რამიშვილის თქმით, ისინი საქმის დეტალებს უნდა გაეცნონ:

„ვეცნობით საქმის დეტალებს და კითხვებთან დაკავშირებით ველოდებით პასუხებს. ჩვენ ჩვენს პოზიციებს ყოველთვის ვამყარებთ იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ ჩვენებებთან დაკავშირებით ველოდებით, რა ქმედებებს განახორციელებს გამოძიება”, - თქვა მიხეილ რამიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე.

ადვოკატის თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, ყველა იმ ადამიანის ხელახლა გამოკითხვა, რომელთა ჩვენებებიც, მისი თქმით, არის ზოგადი.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიებამ მეორე დღესვე თქვა, რომ მის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ამ ინფორმაციის გავრცელებამ ოჯახის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი ამბობდნენ, რომ გამოძიება ამგვარი ფაქტებზე აქცენტირებით მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG