Accessibility links

site logo site logo

იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი აქვს. პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა


უკრაინის ოპოზოციური პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის თაობაზე, დაადასტურა მისმა პრესმდივანმა, მარინა სოროკამ.

„დიახ, სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. ტესტმა აჩვენა, რომ იულია ვლადიმიროვნას COVID-19 აქვს. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. 39 აქვს სიცხე. ებრძვის სენს“, - აცხადებს მარინა სოროკა.

პანდემიის განმავლობაში უკრაინაში სახიფათო ვირუსის 100 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ მცირე, 2000 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG