Accessibility links

logo-print logo-print

სტიქიურმა წვიმამ ბათუმი დატბორა, ქალაქის შესასვლელში საცობია


ბათუმში სტიქიურმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დატბორილია ქალაქის ქუჩები და ცენტრალური მაგისტრალი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქის შესასვლელში, მახინჯაურსა და ჩაქვში. ამის გამო ქალაქის შესასვლელში საცობი შეიქმნა.

„ბათუმის წყლის“ პრესამსახურის უფროსის, გიორგი სირაძის თქმით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. მობილიზებულია "ბათუმის წყლის" სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები:

„ვებრძვით სტიქიას. ასეთი ძლიერი წვიმა და უხვი ნალექი უკანასკნელი ორი წელი არ მოსულა“, - ამბობს გიორგი სირაძე.

ბათუმში მეორე დღეა ინტენსიურად წვიმს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG