Accessibility links

ირანი აცხადებს, რომ უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავს 25-წამიანი ინტერვალით ორი რაკეტა მოხვდა


ირანის სამგზავრო ავიაციის უწყება, უკრაინული ავიაკომპანია „მაუს“ კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი „შავი ყუთების“ ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა რაკეტების მოხვედრით, რომელთა შორის შუალედი 25 წამს შეადგენდა.

დოკუმენტის თანახმად, პირველი რაკეტის მოხვედრის შემდეგ უკრაინულ ლაინერში მყოფი მგზავრები ცოცხლები იყვნენ, რაზეც მფრინავების ხმების ჩანაწერის ანალიზი ცხადყოფს. 25 წამში კი თვითმფრინავს მეორე რაკეტა მოხვდა.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავმა 8 იანვარს განიცადა კატასტროფა თეირანის აეროპორტთან, აფრენიდან რამდენიმე წუთში. დაიღუპა მასში მყოფი 176-ივე ადამიანი - შვიდი სახელმწიფოს მოქალაქეები.

ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ შეცდომით ჩამოაგდო თვითმფრინავი, ვინაიდან აშშ-ისგან საპასუხო დარტყმას მოელოდნენ. იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე, ირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ერაყის სამხედრო ბაზებზე, სადაც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG