Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1421-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 24 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 5 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1137.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

24 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7005 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 255.

23 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 242 შემთხვევა, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG