Accessibility links

logo-print logo-print

პოლიციამ დააკავა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული


იმერეთში დაკავებულია პირი, რომელსაც ბრალად ედება შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანა.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, 23 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 2009 წელს დაბადებული ა.ა.

შსს-ს განცხადებით, „ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ, არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია“.

დაკავებულია 1971 წელს დაბადებული ფ.ა. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ოჯახური ნიშნით ჩადენილ, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG