Accessibility links

ავსტრია პირველად გააძევებს რუსეთის დიპლომატს


ვენის ხედი

ავსტრიამ პირველად გამოაცხადა რუსეთის დიპლომატი პერსონა ნონ გრატად. ამის შესახებ 24 აგვისტოს იტყობინება ავსტრიის მედია.

დიპლომატის ვინაობას არ ასახელებენ. ცნობილია, რომ მან 1 სექტემბრამდე უნდა დატოვოს ავსტრია.

ტასი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დიპლომატის ქცევა ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.

ავსტრიის ხელისუფლების ცნობით, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა სამრეწველო ჯაშუშობას ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში.

Kronen Zeitung-ის ცნობით, მანამდე ჯაშუშობა აღიარა ავსტრიის მოქალაქემ, რომელმაც თავის კურატორად რუსი დიპლომატი დაასახელა. დიპლომატმა უარი თქვა ჩვენებების მიცემაზე, მოიშველია რა დიპლომატიური იმუნიტეტი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუკეთებია მომხდარზე კომენტარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG