Accessibility links

Associated Press-ი: ფარულ ჩანაწერებში ტრამპის უფროსი და ამბობს, რომ მის ძმას "არა აქვს პრინციპები"


Associated Press-ი იტყობინება, რომ მოიპოვა და გაეცნო დონალდ ტრამპის უფროსი დის, ყოფილი ფედერალური მოსამართლის, ჩანაწერებს, რომლებშიც ის აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „მას არა აქვს პრინციპები“.

მერიენ ტრამპი ბერი ფარულად ჩაიწერა მისმა და დონალდ ტრამპის ძმისშვილმა მერი ტრამპმა. მერი ტრამპმა ახლახან გამოსცა წიგნი, რომელშიც აკრიტიკებს პრეზიდენტს.

22 აგვისტოს მერი ტრამპმა განაცხადა, რომ თავის წიგნზე მუშაობისას 2018-2019 წლებში ფარულად გააკეთა თავისი მამიდის 15-საათიანი ჩანაწერი. მერი ტრამპის წიგნის სათაურია Too Much and Never Enough: How My Family Created The World’s Most Dangerous Man („ზედმეტი და არასოდეს საკმარისი: როგორ შვა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ადამიანი“).

მერი ტრამპის წარმომადგენლის, კრის ბასტარდის თქმით, მერი „მიხვდა, რომ მისი ოჯახის წევრები იტყუებოდნენ ადრე მიცემულ ჩვენებებში“ და რომ „მოსალოდნელი სასამართლოს გამო მან გონივრულ აზრად მიიჩნია საუბრების ფირზე ჩაწერა საკუთარი თავის დასაცავად“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG