Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხალისეების ჯგუფი ამბობს, რომ ქუჩის ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები მოჰპარეს


მოხალისეების ჯგუფს, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს მიუსაფარი ცხოველების გამოკვებაზე ზრუნავს, დაახლოებით, 300 კილოგრამი საკვები მოჰპარეს.

მოხალისეებს ნაჩუქარი, სულ მცირე, 1 000 ლარის ღირებულების 20-25 ტომარა საკვები თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე კერძო საწყობში ელაგათ.

ადგილის მესაკუთრე და ერთ-ერთი მოხალისე ნინია მაჭარაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტომრები 23 აგვისტოს საღამოს შემდეგ გაქრა.

მაჭარაშვილის თქმით, იქ ხშირად იღებდნენ სხვადასხვა ადამიანს, მოხალისეებს ან მათ, ვისაც საკვები მიჰქონდათ მოხალისეებამდე, მათ შორის, რეგიონებში.

"ეჭვი გვაქვს, რომ ვიღაცამ დაიმახსოვრა, შესაფერის დროს დაელოდა და წაიღო", - ამბობს ის და ამატებს, რომ ჯერჯერობით პოლიციისთვის არ მიუმართავს, თუმცა გამოძიებას გაუჭირდება დამნაშავის პოვნა, რადგან ირგვლივ კამერები არაა.

კორონავირუსის პანდემიისა და საქართველოში კარანტინის პერიოდში, აქტივისტების ჯგუფი - "მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის" - მიუსაფარი ცხოველების გამოკვებაზე ზრუნავს. ხალხის დახმარებით შეგროვებული ფულით, ცხოველების საჭმელს თბილისსა და რეგიონებში ანაწილებენ.

რადიო თავისუფლების არქივიდან:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG