Accessibility links

ბერლინის "შარიტეს" საავადმყოფო: ალექსეი ნავალნი მოწამლეს


გერმანიის დედაქალაქის, ბერლინის "შარიტეს" საავადმყოფომ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნისთვის ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რუსი ოპოზიციონერი „მოწამლულია“.

„შარიტეს“ საავადმყოფოს განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ ნავალნი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც მიეკუთვნება ქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ჯგუფს.

საავადმყოფოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კონკრეტული ნივთიერება ჯერ უცნობია. იქვე ხაზგასმულია, რომ ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის არსებობა ორგანიზმში დაადასტურა რამდენიმე ლაბორატორიამ.

„დიაგნოზის თანახმად, პაციენტს დაუნიშნეს ანტიდოტი ატროპინი. დაავადების შედეგი ჯერ არ არის ცხადი და ხანგრძლივი გავლენა არ არის გამორიცხული, განსაკუთრებით ნერვულ სისტემაში“, წერია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ნავალნი კვლავ რეანიმაციაშია და იმყოფება ხელოვნური კომის მდგომარეობაში, მაგრამ მის სიცოცხლეს ახლა სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.

მკურნალი ექიმები იმყოფებიან მჭიდრო კონტაქტში ალექსეი ნავალნის ცოლთან. მასთან თანხმობის შედეგად, „შარიტე“ გამოდის იქიდან, რომ საჯარო განცხადება ნავალნის მდგომარების შესახებ მის ინტერესებს უპასუხებს, წერია ბერლინის საავადმყოფოს განცხადებაში.

გერმანიის კანცლერმა, ენგელა მერკელმა 24 აგვიტოს მოსკოვს მოუწოდა, სრულად, გამჭვირვალედ გამოიძიონ მოწამვლის საეჭვო შემთხვევა და პასუხი აგებინონ, ვინც მის უკან დგას, წერს მერკელი საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკო მაასთან ერთობლივ განცხადებაში.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პერს-მდივანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ საქმე ეხება პაციენტს, რომელიც „ალბათ მოწამლეს“. შტეფენ ზაიბერმა ბერლინში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „არსებობს ეჭვი, რომ ვიღაცამ ნავალნი მოწამლა, რომ ვიღაცამ ის სერიოზულად მოწამლა, რის არაერთი მაგალითი რუსეთის უახლოეს ისტორიაში გვაქვს. მსოფლიო ამ ეჭვს ძალიან სერიოზულად იღებს“, თქვა ზაიბერტმა 24 აგვიტოს და დასძინა, რომ რადგან არსებობს მოწამვლის გარკვეული ვარაუდი, საჭიროა დაცვა.

რუსი ოპოზიციონერი, კრემლის მიმართ კრიტიკული ნავალნი 22 აგვისტოს გადაიყვანეს ციმბირის ქალაქ ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში.

ტომსკიდან მოსკოვში ფრენისას ის ცუდად შეიქნა და თვითმფრინავი დაჯდა ომსკში, სადაც ის საავადმყოფოში მოათავსეს.

ნავალნის თანაგუნდელების თავიდანვე აცხადებდნენ, ის მოიწამლა, როცა დალია ჩაი ტომსკის აეროპორტში მოსკოვში გაფრენამდე.

რუსი ექიმები წინააღმდეგი იყვნენ მისთვის საავადმყოფოს დატოვების ნება დაერთოთ, რადგან თვლიდნენ, რომ ნავალნის მდგომარეობა არ იძლეოდა ტრანსპორტირების შესაძლებლობას.

ბერლინში ნავალნის გადაყვანა მოჰყვა ნავალნის ოჯახის და მომხრეების ბრძოლას რუსეთის ხელისუფლებასთან, მიეღოთ ნებართვა დასავლეთში გაფრენისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG