Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა განაცხადა, რომ უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავს ორი რაკეტა მოხვდა 25 წამიანი ინტერვალით


ირანმა განაცხადა, რომ შავი ყუთების ანალიზმა აჩვენა, რომ იანვარში თეირანთან ჩამოგდებულ უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავს ორი რაკეტა მოხვდა 25 წამიანი ინტერვალით და რომ ისინი, ვინც თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, პირველი დარტყმის შემდეგ, ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ.

ირანის სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციის უფროსის 23 აგვისტოს განცხადება წარმოადგენს პირველ ოფიციალურ ანგარიშს მფრინავების კაბინაში ხმისა და მონაცემთა ჩანაწერების მიხედვით, რომელიც საფრანგეთში გაიგზავნა გასაშიფრად ივლისის თვეში.

თეირანმა თავის დროზე განაცხადა, რომ მან შემთხვევით ჩამოაგდო უკრაინის თვითმფრინავი იანვარში, აშშ-სთან დაძაბულობის პერიოდში.

თვითმფრინავში მყოფი 176-ივე ადამიანი დაიღუპა. "პირველი რაკეტის დარტყმიდან 19 წამის შემდეგ, პილოტთა კაბინაში მყოფი პილოტების ხმა იმის მაჩვენებელია, რომ მგზავრები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან... 25 წამის შემდეგ, თვითმფრინავს მეორე რაკეტამ დაარტყა", მოჰყავს თურაჯ დეჰღანი ზანგანეს სიტყვები სახელმწიფო ტელევიზიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG