Accessibility links

site logo site logo

საქართველოში გლოვის დღეა


გლოვის ნიშნად დაშვებული დროშა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან

საქართველოში გლოვობენ შატილთან მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულებს. გლოვის ნიშნად ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა.

23 აგვისტოს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 17, მათ შორის ერთი ოჯახის წევრები. მძიმედ დაშავდა 3.

ავტოკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG