Accessibility links

რუსეთი: ტუვის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ხელახლა დაავადდა COVID-19-ით


შოლბან კარა-ოოლი

რუსეთის ტუვის რესპუბლიკის ხელმძღვანელი შოლბან კარა-ოოლი ხელახლა დაავადდა COVID-19-ით. მან ინსტაგრამში დაწერა, რომ კვლავ მოხვდა ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ ამჯერად დაავადების სიმპტომები განსხვავებულია იმისგან, რაც პირველად ინფიცირების დროს ჰქონდა.

ტუვის ლიდერის თქმით, მას სჯეროდა, რომ COVID-19-ით მეორედ დაავადება შეუძლებელი იყო. „შესაძლოა, ამ თავდაჯერებულობამ მომატყუა“, განაცხადა შოლბან კარა-ოოლმა.

ის მოსკოვში გაგზავნეს დამატებით გამოკვლევებზე.

შოლბან კარა-ოოლის კორონავირუსის ინფექცია პირველად სამი თვის წინ შეეყარა. მაშინ საავადმყოფოში ამავე დიაგნოზით მოხვდა ტუვის ხელისუფლების რამდენიმე სხვა წარმომადგენელიც.

ამჟამად რუსეთში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 960 ათასზე მეტი შემთხვევა, აქედან, ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა თითქმის 16500.

COVID-19-ით ხელახლა დაავადების პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაცხადეს 24 აგვისტოს.

მათი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხელახლა ინფიცირებულ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსის სხვა შტამთან, რომელიც განსხვავდებოდა იმისგან, რომელიც რამდენიმე თვის წინ გადაიტანა. პირველ შემთხვევაში პაციენტს მსუბუქი სიმპტომები შეენიშნებოდა. ამჟამად მას სიმპტომები აღარა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG