Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ქალაქ კენოშაში გვარდიელები გამოიძახეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა


წუხელ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტებთან შეტაკებისას უისკონსინის ქალაქ კენოშაში. საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, როგორ ესროლა პოლიციამ აფრიკელ ამერიკელ მამაკაცს. ინციდენტის გარემოებები ჯერაც გაურკვეველია.

29 წლის ჯეიკობ ბლეიკის მდგომარეობა სტაბილურია მას შემდეგ, რაც მას ოპერაცია გაუკეთეს ახლომდებარე საავადმყოფოში. მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღით.

დემოკრატმა გუბერნატორმა ტონი ევერსმა ასიათასიან ქალაქში 125 ეროვნული გვარდიელი გამოიძახა. საგრაფოს ხელისუფლებამ ასევე კომენდანტის საათი დააწესა მას შემდეგ, რაც წინა ღამით საპროტესტო აქციებზე დაწვეს მანქანები, გაანადგურეს სახელმწიფო და კერძო ქონება და პოლიციასთან შეტაკებები მოაწყვეს.

ჯეიკობ ბლეიკის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ განაცხადა, რომ მან რეაგირება მოახდინა ოჯახურ კონფლიქტზე, მაგრამ არ დაუზუსტებია, რამ გამოიწვია ვითარების ესკალაცია და სროლა.

პოლიციის მიერ კიდევ ერთი აფრიკელ ამერიკელისთვის სროლის ფონია უკანასკნელი პერიოდის საპროტესტო გამოსვლები მას მერე, რაც მაისის ბოლოს მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალადობრივად დაკავების შედეგად გარდაიცვალა 46 წლის ჯორჯ ფლოიდი. ამ შემთხვევამ კიდევ უფრო გააღრმავა საზოგადოებაში პოლიტიკური დაპირისპირება ისედაც პოლარიზებულ საარჩევნო წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG