Accessibility links

logo-print logo-print

ბელარუსი ჯავშანტექნიკას და საბრძოლო შვეულმფრენებს მიიღებს რუსეთისგან


Ми-35М-ის კლასის საბრძოლო შვეულმფრენი

რუსეთი ჯავშანტრანსპორტიორების (БТР) პარტიას და რამდენიმე ერთეულ Ми-35М-ის კლასის, საბრძოლო შვეულმფრენებს მიაწვდის ბელარუსს შესაბამისი კონტრაქტის თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერა ფორუმზე „არმია-2020“.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობის თანახმად, საუბარია ორი ბატალიონის დასაკომპლექტებელ БТР-82А კლასის ჯავშანტრანსპორტიორებსა და ოთხი ერთეული Ми-35М კლასის შვეულმფრენის პირველ პარტიაზე.

სამხედრო უწყების პრესცენტრში ასევე აცხადებენ, რომ ბელარუსმა ხელი მოაწერა 2021-2025 წლებში თანამშრომლობის გეგმას კონცერნ „ალმაზ-ანტეისთან“ საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემების მიწოდების თაობაზე.

ამ ცნობების ფონია ბელარუსის შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების მოყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და ერთდროულად დაწყებული მასშტაბური ტაქტიკური წვრთნები ჰროდნოს ოლქში, ლიეტუვის საზღვრის მახლობლად.

„ჩვენ ვხედავთ ნატოს ჯარების სერიოზულ მოძრაობას ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს პოლონეთისა და ლიეტუვის ტერიტორიებზე“, - განაცხადა 22 აგვისტოს ლუკაშენკამ არმიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, ჰროდნოს პოლიგონზე.

ნატოს გენერალური მდივნის პრესმდივანმა ოანა ლუნჯესკუმ „უსაფუძვლო“ უწოდა ლუკაშენკას განცხადებას და უარყო მტკიცებულება ბელარუსის საზღვრის მახლობლად ნატოს ქვედანაყოფების გადასროლის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG