Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო, რომელსაც COVID-19 აქვს, რეანიმაციაში გადაიყვანეს


კვლავ მძიმე რჩება უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერის, იულია ტიმოშენკოს მდგომარეობა, რომელსაც ორი დღის წინ კორონავირუსი დაუდგინეს.

როგორც მისმა პრესმიდივანმა, მარინა სოროკამ განაცხადა სამშაბათს, ტიმოშენკო გადაიყვანეს ინტენსიურ თერაპიაზე რეანიმაციის განყოფილებაში.

იუწყებიან, რომ კორნავირუსი დაუდგინეს ტიმოშენკოს ქალიშვილსა და სიძეს.

მათ უფრო მსუბუქ ფორმებში აქვთ დაავადება. 25 აგვისტოს მდგომარეობით უკრაინაში ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსიღ დაინფიცირდა 110 000 ადამიანი. 2362 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG