Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდსტატუსით 3 ახალი პაციენტი მოათავსეს


ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით კოვიდინფიცირებულები ე.წ. მესტიის კლასტერს მიეკუთვნებიან. ისინი კლინიკაში მყოფი პაციენტების ოჯახის წევრები არიან. ინფიცირებულთაგან ერთი, 6 წლია ბავშვია.

“ახალი პაციენტები ჩვენთან უკვე მწოლიარე პაციენტების ოჯახის წევრები არიან. მათ შორის ორი ახალგაზრდა და ერთი 6 წლის ბავშვია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში მყოფი 21 პაციენტიდან 6-ს პნევმონია აღენიშნება, თუმცა, მათი მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მიმდინარეობს ეტიმოლოგიური კვლევები,"-განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ.

კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 8 ბავშვია.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1436 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1150-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG