Accessibility links

site logo site logo

ავღანეთში სტიქიის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა


გადაუღებელმა წვიმებმა და წყალდიდობამ ავღანეთში 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განადგურდა ასობით სახლი, დიდი ზარალი მიადგა ინფრასტრუქტურას ქაბულიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტებში.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

ავღანეთის ხელისუფლების ცნობაში ნათქვამია, რომ სულ მცირე 300 სახლი განადგურდა ქაბულიდან 60 კილომეტრით დაშორებულ ფარვანის პროვინციაში.

რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, ქვეყნის ვიცე პრეზიდენტ ამირულაჰ სალეჰის დავალებით სამთავრობო ჯგუფი გაემგზავრა ფარვანის პროვინციაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივი ხელისუფლების დასახმარებლად.

ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაზიარდოს, რადგან მრავალი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG