Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთის "ზაფხულის კლასტერიდან" კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევაა


კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის კაფე „ჰავანის“ ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს. ის მეხუთეა, რომლის ინფიცირების წყაროდ კაფეს თანამშრომელი ქალი მიიჩნევა. თავად ქალს კორონავირუსი 15 აგვისტოს დაუდასტურდა.

21 აგვისტოს კორონავირუსი დაუდგინდა ქობულეთის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონესაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქობულეთის „ზაფხულის კლასტერთან“, რომელიც მოიცავს კაფეს და სასტუმროს შემთხვევებს, სულ ასოცირებულია ინფიცირების 12 შემთხვევა.

როგორც გამყრელიძემ თქვა, ქობულეთის ახალ შემთხვევებს „ზაფხულის კლასტერს“ უწოდებენ, რადგან ამ მუნიციპალიტეტში გაზაფხულზეც იყო კორონავირუსის შემთხვევების სერიოზული მატება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ქობულეთში ტესტირებისთვის უკვე აღებულია 300-მდე ნიმუში და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG