Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინაში დააკავეს პირი, ეჭვმიტანილი რადიო თავისუფლების პროგრამა „სქემების“ კუთვნილი მანქანის დაწვაში


26 აგვისტოს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ნაციონალურმა პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ეჭვმიტანილია რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტ „სქემების“ გადამღები ჯგუფის მანქანისათვის ცეცხლის წაკიდებაში.

ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა 17 აგვისტოს ღამით, კიევის გარეუბანში.

„სქემების“ მთავარმა რედაქტორმა, ნატალია სედლეცკაიამ, ცეცხლის წაკიდება დაუკავშირა რედაქციის პროფესიულ საქმიანობას. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მანქანის მძღოლის, ბორის მაზურას მონაცემები გამოაქვეყნა ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს, ყოფილმა მრჩეველმა და ვერხოვნა რადის დეპუტატმა, ანდრეი პორტნოვმა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი ლუგანსკიდანაა.

უწყებაში აცხადებენ, რომ პროგრამა „სქემების“ კუთვნილი მანქანის ცეცხლის წაკიდების საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირზე გამოცხადდება ძებნა.

სხვა დეტალები უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG