Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა


სომხეთის ხელისუფლების ცნობით, გაზის გაჟონვა იყო მიზეზი დღეს ერევანში მომხდარი აფეთქებისა, რის შედეგადაც მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 7 საათზე მოხდა. მან სერიოზული ნგრევა გამოიწვია ოთხსართულიან შენობასა და მასში მდებარე 12 ბინაში.

საგანგებო ვითარებების მინისტრმა ფელიქს ცოლაქიანმა განაცხადა, რომ დაღუპული 58 წლის მამაკაცის გვამი დაახლოებით დღის 1 საათისთვის ამოიტანეს ნანგრევებიდან.

ათობით მაშველმა მოახერხა ნანგრევებიდან ორი გადარჩენილი ადამიანის გამოყვანა. ორივე საავადმყოფოში მოათავსეს, ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მაშველთა მიერ ევაკუირებულია 21 ადამიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აფეთქების ადგილი მოინახულა სამაშველო სამუშაოების მსვლელობისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG