საქართველოს მთავრობისა და საბანკო სექტორის შეთანხმებით ყველ პენსიონერი პენსიას ერთ დღეს, 14 რიცხვში აღარ აიღებს. ინფორმაცია საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააცნო.
"მთავარი შედეგი უნდა მივიღოთ ის, რომ რიგები, მობილობა უნდა დაეცეს... ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლითაც გამოვხატავთ პატივისცემას და ზრუნვას ჩვენს ღვაწლმოსილ პენსიონრებზე", - თქვა გახარიამ.
პრემიერმა თქვა, რომ პენსიების ინდივიდუალური განრიგით გაცემის მიზანია ბანკებთან რიგების შემცირება და მეორე მხრივ კორონავირუსის დროს რისკჯგუფის, პენსიონრების დაცვა.
დაწერეთ კომენტარი