Accessibility links

„ჯო ბაიდენის ამერიკაში ვერ იქნებით უსაფრთხოდ“, განაცხადა მაიკ პენსმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თავისი გამოსვლა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გამოიყენა კანონიერების და წესრიგის შესახებ გზავნილისთვის ძალადობის ახალი გამოვლენის ფონზე უისკონსინის შტატში.

პენსმა, რომელმაც მიიღო თავისი პარტიის მიერ შეთავაზებული სტატუსი, იყოს არჩევნებში პრეზიდენტ ტრამპის თანმხლები პირი, კენოშაში, უისკონსინის შტატში, შეეხო არეულობას, რომელიც მოჰყვა თეთრი პოლიციელის მიერ აფრიკელ-ამერიკელი კაცის დაჭრას 23 აგვისტოს.

პენსმა თქვა, რომ ის და პრეზიდენტი ტრამპი ემხრობიან მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს, მაგრამ „არეულობა და ძარცვა არ არის მშვიდობიანი პროტესტი,“ თქვა მან.

მისი თქმით, ტრამპის და პენსის გამარჯვება ნიშნავს „ამ ქვეყნის ქუჩებში წესრიგს ყველა რასის, ყველა აღმსარებლობის და ყველა ფერის ამერიკელისთვის“.

პენსმა შეუტია ტრამპის მეტოქეს არჩევნეში, ჯო ბაიდენს და განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი „გააორმაგებს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყავართ ამერიკის ქალაქებში ძალადობასთან“. „ჯო ბაიდენის ამერიკაში უსაფრთხოდ ვერ იქნებით“ თქვა პენსმა.

ტვიტერით ბაიდენმა უპასუხა, რომ არჩევანი „უფრო ცხადი არ შეიძლება იყოს“. ამერიკელებს შეუძლიათ აირჩიონ კიდევ ოთხი წელიწადი „წიშის, განხეთქილებისა და სიძულვილისა“, ან აირჩიონ სხვა გზა, „გზა იმედის, ერთობის და სინათლის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG