Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტრები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გარშემო იმსჯელებენ


ევროკავშირის მინისტრები მართავენ ორდღიან არაოფიციალურ შეხვედრას, რომელზეც მოსალოდნელია ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გარშემო მსჯელობა ამ ქვეყანაში სადავო საპრეზიდენტო არჩევნების და მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობის გამო.

ევროკავშირი ადრე შეთანხმდა სანქციების შემოღების შესახებ იმ 15-20 პირის მიმართ, რომლებიც კენჭისყრის გაყალბებასთან ან 9 აგვიტოს არჩევნების შემდეგ გამოსვლების ჩახშობასთან არიან დაკავშირებული.

გერმანიის ახალი ამბების სააგენტო dpa-ს წყარომ განუცხადა, რომ 27-28 აგვისტოს შეხვედრა ბერლინში შეეცდება მოიპოვოს პოლიტიკური მხარდაჭერა იმ სიისა, რომელშიც შეტანილა იმ პირების გვარები, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესონ და რომელიც ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს.

შეხვედრის წინ, მინსკში, პოლიციამ დააკავა სულ მცირე, 20 ადამიანი, რომლებიც დამოუკიდებლობის მოედანზე შეიკრიბნენ საპროტესტო გამოსვლების მე-18 დღეს.

9 აგვისტოს კენჭისყრის შემდეგ მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში იმართება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები არ აღიარებენ არჩევნების ოფიციალურ შედეგს, რომლის მიხედვით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG