Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

27 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 295 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 117. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 ადამიანი.

ოპერატიული შტაბი აფხაზეთის მცხოვრებთ მოუწოდებს, კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომები დაიცვან.

ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა 1 აგვისტოს შემდეგ, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა და რუსი ტურისტების მიღება დაიწყო.

მაისიდან ივლისის ბოლომდე აფხაზეთში აღრიცხული ჰქონდათ კორონავირუსის 81 შემთხვევა. 31 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით კი, უკვე 214 შემთხვევაა.

საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა უკვე ერთი თვეა აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები აღარ ფიქსირდება. ამ რეგიონში დადასტურებული აქვთ 89 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG