Accessibility links

site logo site logo

უკრაინა დროებით წყვეტს კონტაქტებს ბელარუსთან


დმიტრო კულება

კიევმა დროებით შეაჩერა ყოველგვარი კონტაქტი ბელარუსთან ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო, - ამის შესახებ ტელარხ „1+1“-ის ეთერში განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, რომელმაც დასძინა, რომ უკრაინისა და ბელარუსის „პრეზიდენტებს შორის ამჟამად არ არსებობს არანაირი კონტაქტი“ და არც იგეგმება.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ სიტუაციის განვითარებას ბელარუსში. და ეს კონტაქტები მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც დავრწმუნდებით, რომ ეს კონტაქტები არ გამოიწვევს არც რეპუტაციულ, არც პოლიტიკურ და არც მორალურ დანაკარგს უკრაინისათვის“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ასეთ ნაბიჯს პირველ მიმართავენ ორმხრივ ურთიერთობაში, რაც განაპირობა „მინსკის დაუშვებელმა ქმედებებმა“.

უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბელარუსში შექმნილი ვითარების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ლუკაშენკას ადგილას ერთ თვეში დანიშნავდა ახალ და სამართლიან არჩევნებს საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ.

პასუხად ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინსკი არ საჭიროებს კიევის „ბანალურ“ რჩევებს რესპუბლიკისათვის რთულ პერიოდში.

ახლახან უკრაინა შეუერთდა ევროკავშირის განცხადებას ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არცნობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG