Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ქვეყნიდან გააძევებს ნორვეგიელ დიპლომატს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ნორვეგიის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც სამ დღეში უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.

„ნორვეგიის საელჩოს ერთ-ერთი უფროსი დიპლომატი გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად. მისი აკრედიტაცია რუსეთის ფედერაციაში შეწყდება სამ დღეში. ზუსტად ეს ვადა მისცეს ნორვეგიელებმა ჩვენს თანამშრომელს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომას.

19 აგვისტოს ნორვეგიამ განაცხადა რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ „დიპლომატის სტატუსისათვის შეუფერებელი საქციელისთვის“.

ნოვეგიული გამოცემა Aftenposten-ის ცნობით, რუსეთის საელჩოს სავაჭრო წარმომადგენელი მას შემდეგ გააძევეს, რაც ცნობილი გახდა, რომ იგი რამდენჯერმე შეხვდა ვინმე ნორვეგიელს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

24 აგვისტოს ავსტრიამ გამოაცხადა, რომ გააძევა რუსი დიპლომატი, რომელიც დაკავშირებული იყო „ეკონომიკურ ჯაშუშობასთან“.

რუსეთმა საპასუხოდ მოსკოვში ავსტრიის საელჩოს თანამშრომელი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG