Accessibility links

site logo site logo

„ჩვენ მათ ვაჩვენებთ სანქციებს“, - ლუკაშენკა ლიეტუვას საპასუხო სანქციებით დაემუქა


ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი საპასუხო სანქციებით დაემუქრა მეზობელ ლეიტუვას, რომლის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 118 მოქალაქე, მათ შორის თავად ალიაქსანდრ ლუკაშენკა, შეიყვანა იმ პირთა განახლებულ სიაში, რომელთათვისაც სანქციების დაწესებას აპირებს.

"მე დავავალე მთავრობას, რომ წარმოადგინოს წინადადებები ყველა სავაჭრო ტვირთების ლიეტუვის პორტიდან სხვა მიმართულებით გადამისამართებაზე. ჰოდა, დავინახავ, როგორ იცხოვრებენ. ლიეტუვის ბიუჯეტის 30% ამ ქვეყნის გავლით ჩვენი ტვირთნაკადების ხარჯზე ივსება. მეტი რა უნდათ? გაძღნენ. ამიტომ თავის ადგილს მივუჩენთ“, - განაცხადა ლუკაშენკამ 28 აგვისტოს ქალაქ ორშაში მდებარე რძის კომბინატის მუშებთან გამართულ შეხვედრაზე.

მკაცრ ევროპულ სანქციებს მხარს უჭერს ასევე პოლონეთი, რომელსაც, ლუკაშენკას თქმით, ჰროდნოზე უჭირავს თვალი.

„ისინი გაძღნენ და დაივიწყეს, თუ რას ნიშნავს ბელარუსი. წარმოიდგინეს, რომ შესაძლებელია ჩვენი დაჩოქება, ტანკებით და რაკეტებით დაშინება... იმასაც ვნახავთ, ვინ ვის დააშინებს. ჩვენ ვაჩვენებთ მაგათ, თუ როგორ უნდა სანქციები", - განაცხადა ლუკაშენკამ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა, ამ მუქარის პასუხად განაცხადა, ლუკაშენკა უნდა დაფიქრდეს, თუ რად დაუჯდება ბელარუსს ლიეტუვასთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG